Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიცერი ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სამხედრო ნაწილის დატოვების გამო გაასამართლეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის არმიის მაიორ მაქსიმ ბესპალოვს, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სამხედრო ნაწილი უნებართვოდ მიატოვა. ოფიცერი ცდილობდა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ სამხედრო ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო 2022 წლის აგვისტოში დატოვა და სახლში წავიდა. მოგვიანებით, ის თავად მივიდა სამხედრო კომენდანტის ოფისში, აღიარა ყველაფერი და ახსნა-განმარტებაც დაწერა.

ადვოკატებმა სასამართლოზე წარმოადგინეს სამხედრო სამედიცინო კომისიის დასკვნა, რომელმაც ბესპალოვი სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად აღიარა, რასაც აღარ უნდა მოჰყოლოდა პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულის ჩადენაზე.


მაგრამ მობილიზაციისა და საბრძოლო ოპერაციების დროს დანაყოფის უნებართვო მიტოვება ოფიცერს დამამძიმებელ დანაშაულად ჩაუთვალეს და კოლონიაში 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


ოფიცრის საქმე ივლისის დასაწყისში განიხილებოდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დაცვის მხარე განაჩენს არ დაეთანხმა და იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის არგუმენტები და განაჩენი ძალაში დატოვა.

  • უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ომის შემდეგ რუსეთში გახშირდა მობილიზებული რიგითი შემადგენლობის მიერ სამხედრო ნაწილის დატოვება. რუსეთის სამხედრო სასამართლოებში რამდენიმე ასეული საქმე იქნა განხილული. და უმეტეს შემთხვევაში სასამართლოები დამნაშავეთა მიმართ საპატიმრო სასჯელებს იყენებენ.
  • აპრილის თვეში კურსკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ სამხედრო მოსამსახურეებს, იური დეგტიარევს და ალექსეი სელივანოვს, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.
  • 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გავრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან თადარიგში, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე, მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები რეგულარულად იტყობინებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების დარღვევისა და იმის შესახებ, რომ მრავალი მობილიზებული სამედიცინო შემოწმებასაც კი არ გადის. ოქტომბრის დამდეგიდან მედია თითქმის ყოველდღე იუწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მობილიზებულ მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტებზე.
XS
SM
MD
LG