Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის ივლისის სიცხე ყველა რეკორდს მოხსნის


საილუსტრაციო ფოტო. ხალხი ტოვებს ხანძრის რაიონს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. 2023 წლის 22 ივლისი
საილუსტრაციო ფოტო. ხალხი ტოვებს ხანძრის რაიონს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. 2023 წლის 22 ივლისი

2023 წლის ივლისი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მეცნიერები უკვე დარწმუნებული არიან, რომ ჰაერის ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში ეს იქნება ყველაზე ცხელი თვე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია და ევროკავშირის სამსახური Copernicus-ი, რომელიც კლიმატის ცვლილებებს იკვლევს, აცხადებენ, რომ ივლისის პირველ სამ კვირაში, დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა ყველა წინა წლის მაჩვენებლებს. დღემდე ყველაზე ცხელი 2019 წლის ივლისი იყო. Copernicus-ის ხელმძღვანელის, კარლო ბუონტემპოს თანახმად, წლევანდელი ივლისის სიცხე ბოლო ათასწლეულის განმავლობაშიც კი უპრეცედენტოა.

ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იყო და პერიოდულად 46°-საც კი აჭარბებდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩრდილოეთ ამერიკასა და და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში. სიცხემ ხანძრები გამოიწვია საბერძნეთში, კანადასა და ალჟირში. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ კლიმატის შეცვლის მიზეზი ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის მასობრივად გამოყენებაა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის და ევროკავშირის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, 27 ივლისს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გლობალური დათბობის ერა დასრულდა და დაიწყო გლობალური დუღილის ერა. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კლიმატის შეცვლას დაუპირისპირონ სწრაფი და რადიკალური ზომები.

2015 წელს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას ეხება.

XS
SM
MD
LG