Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი პუტინის მონაწილეობით მიმდინარე ფორუმზე შენიშნეს


ევგენი პროგოჟინი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი
ევგენი პროგოჟინი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც ივნისის ბოლოს შეიარაღებული აჯანყების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, 27 ივლისს ნახეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით მიმდინარე სამიტზე.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში "რუსული სახლის" ხელმძღვანელმა დიმიტრი სიტიმ ტელეგრამის არხით გამოაქვეყნა პრიგოჟინისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლის ერთბლივი ფოტო. სიტის თქმით, ფოტო გადაღებულია რუსეთ–აფრიკის სამიტზე, რომელიც პეტერბურგში მიმდინარეობს.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სამ-ოთხ თვეში აფრიკის რამდენიმე ქვეყანას 25-50 ათასი ტონა მარცვლეული უფასოდ მიაწოდოს.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
  • 6 ივლისს ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთშია.
XS
SM
MD
LG