Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, ტყეებში ხანძრების გამო ევაკუირებულია 20 ათასი ადამიანი


საბერძნეთში ტყის ხანძრის ქრობის ოპერაცია ვერტმფრენით
საბერძნეთში ტყის ხანძრის ქრობის ოპერაცია ვერტმფრენით

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრების გამო ხელისუფლებამ 20 ათასი ადამიანის - ადგილობრივი მოქალაქის და ტურისტის - ევაკუაცია მოახდინა. საბერძნეთის მთავრობა ამას „ქვეყნის ისტორიაში ხანძრის გამო ყველაზე მასობრივ ევაკუაციას უწოდებს“.

როდოსზე, რომელიც საბერძნეთის ძირითადი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ევაკუირებულია 19 ათასი ადამიანი. მათი ნაწილი, 16 ათასი, გადაიყვანეს ხმელეთით, ხოლო სამი ათასი - საზღვაო გზით. ექვს ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება რესპირატორული დაავადების გამო.

როდოსიდან, რომელიც საბერძნეთის ძირითადი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ევაკუირებულია 19 ათასი ადამიანი.
როდოსიდან, რომელიც საბერძნეთის ძირითადი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ევაკუირებულია 19 ათასი ადამიანი.

ტურისტებს მოუხდათ ღამის გათენება აეროპორტში, დროებით საცხოვრებელსა და ქუჩებშიც კი.

ადამიანების უსაფრთხო არეალებში ევაკუაცია მოხდა კუნძულ კორფუზეც. დიდი ხანძრის შესახებ იტყობინებიან კუნძულ ევბეიდან, სადაც, სულ მცირე, ოთხი სოფლის მოსახლეობამ დატოვა საცხოვრებელი.

მაშინაც, თუ ხანძარი შორსაა, ქარს მოაქვს სქელი კვამლი, რომელიც სუნთქვას აძნელებს, იტყობინებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საბერძნეთში უკვე მთელი კვირაა, ტყეები იწვის. 23 ივლისს ხანძრების რაოდენობამ 82-ს მიაღწია. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი.

საბერძნეთის 180 დასახლებულ პუნქტში ჰაერის ტემპერატურა 40°-ზე მაღალია. გიტეიოში, ქვეყნის სამხრეთში, ტემპერატურამ 46,4°-ს მიაღწია. სიცხე კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.

XS
SM
MD
LG