უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ დააკავეს ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი ევგენი ბორისოვი.
51 წლის ბორისოვი ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში და სამსახურებრივი მოვალეობისთვის თავის არიდებაში. ბორისოვს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. „უკრაინსკაია პრავდის“ გამოკვლევის გამოქვეყნების შემდეგ იგი თანამდებობას ჩამოაშორეს. ის 28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ბორისოვი ოდესის სამხედრო კომისარიატს (დაკომპლექტების და სოციალური დახმარების საოლქო ცენტრი) ხელმძღვანელობდა 2019 წლიდან. დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი იყო გამოძიების დაწყება - სამხედრო პირის ოჯახს ესპანეთში 4,5 მილიონი დოლარის საფასურის ქონება აღმოუჩინეს. ჟურნალისტების თანახმად, 2022 წლის დეკემბერში ბორისოვის ოჯახმა მარბელიაში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა შეიძინა. ქონება ბორისოვის დედაზე, ნადეჟდაზე გააფორმეს. ბორისოვის ცოლმა, ალექსანდრამ, მარბელიაშივე იყიდა საოფისე სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზეა. ყოფილი სამხედრო კომისრის სიდედრს აღმოუჩინეს ასევე ძვირადღირებული ავტომანქანები.
როგორც გამოძიების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, ბორისოვი ცდილობდა გამოძიებას დამალოდა - იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, ავტომანქანებს და საცხოვრებელ ადგილებს. იგი კიევში დააკავეს.