Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის პრემიერის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციას


საქართველოს და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები
საქართველოს და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. ანდრეი პლენკოვიჩმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელიც ხორვატიამ ბოლო წლებში მიიღო.

"ხორვატია და საქართველო მოსახლეობისა და ტერიტორიის ზომით ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს... ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა... ვაცნობე ბატონ პრემიერს ხორვატიაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით - მშპ 66 მილიარდი დოლარია, 22 პროცენტით გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში", - თქვა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად:

"საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მათ შორისაა ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. ის დაესწრება ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონიასაც.

XS
SM
MD
LG