Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში საქართველოს საელჩო იხსნება


ხორვატიის და საქართველოს დროშები
ხორვატიის და საქართველოს დროშები

დღეს, 24 ივლისს ხორვატიაში, დედაქალაქ ზაგრებში, საქართველოს საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოსა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე.

"დღეს, ნაშუადღევს, ზაგრებში გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში", - თქვა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

"ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში... ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ხორვატიის რესპუბლიკაში. ის დაესწრება საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონიასაც.

XS
SM
MD
LG