ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი, აცხადებს ევროკავშირის საბჭო 20 ივლისს.
"საბჭომ დღეს გადაწყვიტა ექვსი თვით, 2024 წლის 31 იანვრამდე, გახანგრძლივდეს შემზღუდველი ზომები, რომელთა სამიზნეა რუსეთის ფედერაციის სპეციფიკური სექტორები", - წერია განცხადებაში.
"ეს სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს ამოქმედდა რუსეთის მხრიდან უკრაინის მადესტაბილიზირებელი ნაბიჯების გამო, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რაც იყო პასუხი რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ", - წერს ევროკავშირი.