Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციები, ზოგადი ლიცენზიები


 საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის დროშა
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის დროშა

აშშ-მა გამოაქვეყნა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციები, რომელთა სამიზნეა 18 ინდივიდი და ათობით უწყება - ეს ნაბიჯი ემსახურება რუსეთის წვდომის შეზღუდვას პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც მას ომის მხარდაჭერისთვის სჭირდება, აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 20 ივლისს თქვა, რომ სანქციები ასევე მიზნად ისახავს რუსეთის მოგების შემცირებას მაინინგიდან და G7-ის მიერ წარმოებული ტექნოლოგიის დეფიციტის გამოწვევას რუსეთში - განსაკუთრებით მათი, რომლებიც საჭიროა საჰაერო და თავდაცვის სექტორებისთვის.

OFAC-ის განცხადებით, სანქციები მიმართულია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების, ფრონტისთვის საჭირო მასალებისა და მისი ეკონომიკური საფუძვლების შეზღუდვისკენ.

XS
SM
MD
LG