Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი პროკურორები 20 წლით პატიმრობას ითხოვენ ნავალნისთვის


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთის სახელმწიფო პროკურორებმა 20 ივლისს 20 წლით მოითხოვეს პატიმრობა უკვე ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ალექსეი ნავალნისთვის, მათ შორის ექსტრემიზმის ბრალდებით - იუწყება TASS-ი სასამართლო სხდომის მასალებზე დაყრდნობით.

ნავალნი ტელეგრამით წერდა, რომ ელის 15-დან 20 წლამდე პატიმრობის სასჯელს, მიუხედავად, მისი თქმით, "სულელური" მტკიცებულებებისა, რომლებსაც სასამართლო ეყრდნობა.

პროკურორები 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ ნავალნის თანაგანსასჯელისთვის, დანიელ ხონოდნისთვის.

TASS-ს მოაქვს ადვოკატის სიტყვები, რომ საბოლოო განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG