Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზოვის ზღვაში რუსული მოიერიშე სუ-25 ჩავარდა


სუ-25, რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავი
სუ-25, რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავი

აზოვის ზღვაში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ ეისკის მახლობლად, ჩამოვარდა რუსეთის მოიერიშე სუ-25. ამის შესახებ ტელეგრამის არხით გავრცელებული ცნობა მოგვიანებით რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქმაც დაადასტურა. სამხედრო ოლქის თანახმად, თვითმფრინავმა საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა კატასტროფა. წინასწარი ცნობით, ამის მიზეზად ძრავის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ ყუბანის საგანგებო სამსახურზე დასაყრდნობით განაცხადა, რომ მფრინავი, რომელიც მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მაგრამ ტელეგრამის არხებმა Mash-მა და 112-მა დაწერეს, რომ მფრინავი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG