Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში აკროპოლისი დაიკეტა უპრეცედენტო სიცხისგან ტურისტების დასაცავად


პარასკევს შუადღისას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიხურა ვიზიტორების მზისგან „დასაცავად“.

მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები.

სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, აკროპოლისის მიმდებარედ - 48 გრადუსს.

საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.

XS
SM
MD
LG