Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსზე მეტს მიაღწია


ევროპის, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში, ძალიან დაცხა. საბერძნეთის 87-მა მეტეოროლოგიურმა სადგურმა გაზომა 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა.

44,2 გრადუსს მიაღწია ჰაერის ტემპერატურამ თებეში, ათენიდან 50 კილომეტრში. მაღალი ტემპერატურის გამო დახურულია არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობანი, სხვათა შორის, აკროპოლისი, ასევე ზოგიერთი პარკი.

რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით ცხელა იტალიაში, რომლის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, სარდინიაზე, თერმომეტრმა 45 გრადუსი აჩვენა. იტალიის 16 ქალაქში, მათ შორის რომში, ბოლონიასა და ფლორენციაში სიცხის გამო გამოცხადდა განგაშის უმაღლესი, წითელი საფეხური.

45-გრადუსიანი სიცხეა ასევე ესპანეთში, სადაც ღამით ტემპერატურა 25 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.

სამხრეთისგან განსხვავებულ, მაგრამ ასევე მაღალ ტემპერატურას, 38 გრადუსამდე, მოელიან გერმანიის აღმოსავლეთში და პოლონეთში.

XS
SM
MD
LG