Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინს სურს „ვაგნერის“ შენარჩუნება პრიგოჟინის გარეშე


ევგენი პრიგოჟინი.
ევგენი პრიგოჟინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიუთითა, რომ ურჩევნია შეინარჩუნოს „ვაგნერის“ ჯგუფი, ვიდრე დაშალოს ის, მაგრამ ცდილობს ევგენი პრიგოჟინის დაშორებას „ვაგნერის“ ხელმძღვანელობისა და ძალებისგან. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს.

13 ივლისის ინტერვიუში რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ პუტინმა დაადასტურა, რომ 29 ივნისს შეხვდა პრიგოჟინს და „ვაგნერის“ 35 მეთაურს. პუტინის მტკიცებით, მან „ვაგნერის“ მებრძოლებს შესთავაზა ემსახურათ „სედას“ მეთაურობით, რომელიც უძღვება „ვაგნერის“ ძალებს ბოლო 16 თვის განმავლობაში. ეს, ISW-ის აზრით, ადასტურებს პუტინის სურვილს, შეინარჩუნოს „ვაგნერი“.

პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა 14 ივლისს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები არ მონაწილეობენ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში რაიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
  • 6 ივლისს ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთშია.
XS
SM
MD
LG