Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ძლიერი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

„ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა. გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს", - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტის დასკვნით კომუნიკეში აღნიშნავენ, რომ ადასტურებენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით(MAP). ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინას.

XS
SM
MD
LG