Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-მა და უკრაინამ სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დეკლარაცია მიიღეს


აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობენ უკრაინის შესახებ სამუშაო სესიის წინ ნატოს სამიტზე, ვილნიუსში. 2023 წლის 12 ივლისი
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობენ უკრაინის შესახებ სამუშაო სესიის წინ ნატოს სამიტზე, ვილნიუსში. 2023 წლის 12 ივლისი

ვილნიუსში ნატოს სამიტის დასასრულს, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას.

დეკლარაციის თანახმად, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას.

როგორ სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, "უკრაინის დელეგაციას სახლში მიაქვს უსაფრთხოების სფეროში არსებითი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის. ეს გვიხსნის უსაფრთხოების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობას“, - თქვა ზელენსკიმ და სათითაოდ მადლობა გადაუხდა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეხმარებიან უკრაინას “ძლიერი და ქმედუნარიანი თავდაცვის მშენებლობაში ხმელეთზე, წყალსა და ცაში”, და ეს "არის ძლიერი განაცხადი."

მსოფლიო წამყვანი ქვეყნების „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.

XS
SM
MD
LG