Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ კვირაში გათავისუფლებულია 14კმ²-ზე მეტი ტერიტორია


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის მე-10 მოიერიშე ბრიგადის პოზიციები ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის მე-10 მოიერიშე ბრიგადის პოზიციები ბახმუტის მახლობლად

უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში, ივნისიდან განახლებულ შეტევას. გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით.

გენშტაბის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში გაათავისუფლეს 10კმ²-ზე მეტი ტერიტორია. შეტევის დაწყებიდან, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებით გათავისუფლებულია 169კმ² და იქ ტერიტორიის განაღმვა გრძელდება.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, გასულ კვირაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან 4კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს აღმოსავლეთში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც, საერთო ჯამში, გათავისუფლებული ფართობი შეადგენს 24კმ²-ს.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG