Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - წერს ვიოლა ფონ კრამონი


ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში აქვეყნებს ღონისძიების დარბევის ფოტოებს და წეს, რომ კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.

„კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი.

8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი დილიდან დაიძრა ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.

XS
SM
MD
LG