Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორდონის გარღვევის მცდელობისას პოლიციამ ანტილგბტ აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანა


პოლიციას "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიიდან გაჰყავს ანტილგბტ აქციის მონაწილე, 8 ივლისი, 2023
პოლიციას "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიიდან გაჰყავს ანტილგბტ აქციის მონაწილე, 8 ივლისი, 2023

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ანტილგბტ აქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ფესტივალი ტარდება. კორდონის გარღვევის მცდელობები ამ დრომდე გრძელდება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ისინი ცდილობენ შემოვლითი გზით, მინდვრების გავლითაც შეაღწიონ ტერიტორიაზე. ისმის შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“.

ვითარება ლისთან ახლოს
ვითარება ლისთან ახლოს

აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია ასობით პოლიციელი.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები მიმართავენ პოლიციას, რომ მისცენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს და ლისის ტბამდე ავიდნენ.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.

XS
SM
MD
LG