უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოთხ ქვეყანაში თავისი მოგზაურობის ბოლოს, თურქეთში, მასპინძელთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მოლაპარაკება გამართა, რომლის მთავარი თემა ნატოს ვილნიუსის სამიტი იყო.
ორი პრეზიდენტის საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, რის თაობაზე მორიგებაში თურქეთი იყო ჩართული.
ზელენსკის თქმით, მათ დაასრულეს თემებით გაჯერებული დღე, სხვათა შორის საუბარი შეეხო ასევე რეკონსტრუქციის თემას და პროექტებს შეიარაღების სფეროში.
თურქეთამდე ზელენსკი ესტუმრა ბულგარეთს, ისევე ჩეხეთსა და სლოვაკეთს.