Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა


ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც უკეთ ისრაელის ნაკრების წევრებმა შეასრულეს - 4:3.
ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც უკეთ ისრაელის ნაკრების წევრებმა შეასრულეს - 4:3.

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც უკეთ ისრაელის ნაკრების წევრებმა შეასრულეს - 4:3.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფური ეტაპიდან პირველი ადგილით გავიდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა.

ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს. ფინალი 8 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

XS
SM
MD
LG