Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსვლების მეოთხე ღამეს საფრანგეთში დააკავეს 1000-მდე პირი


საფრანგეთში მასობრივი არეულობების დროს აღირიცხა ცეცხლის გაჩენის 2500-ზე მეტი შემთხვევა. პარიზი, 2023 წლის 1 ივლისის ღამე.
საფრანგეთში მასობრივი არეულობების დროს აღირიცხა ცეცხლის გაჩენის 2500-ზე მეტი შემთხვევა. პარიზი, 2023 წლის 1 ივლისის ღამე.

საფრანგეთში გრძელდება მასობრივი არეულობა, რომელიც მოჰყვა პოლიციელების მხრიდან მოზარდის მოკვლას. გამოსვლების მეოთხე ღამეს დააკავეს 1000-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა, - იუწყება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დორმანენი.

სამინისტროს მონაცემებით, ღამის განმავლობაში დააკავეს 994 დემონსტრანტი, ქუჩებში აღირიცხა ცეცხლის გაჩენის 2500-ზე მეტი შემთხვევა. მღელვარებასთან ბრძოლაში მონაწილეობდა 45 ათასი პოლიციელი, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმი. დაშავდა 79 პოლიციელი.

ამ ცნობების მიუხედავად, სამინისტრო აცხადებს, რომ პროტესტი "წინა ღამესთან შედარებით ნაკლებად ინტენსიური იყო". იუწყებიან, რომ პარიზში ვითარება უფრო მშვიდი იყო, ვიდრე წინა ღამეს, თუმცა მარსელსა და ლიონში გაიძარცვა მაღაზიები, დაიწვა შენობები და მანქანები. დარმანენმა დაგმო "მიუღებელი ძალადობა" ამ ქალაქებში.

საფრანგეთში გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც პარიზის შემოგარენში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ალჟირული და მაროკოული წარმომავლობის 17 წლის მოზარდი, ნაჰელ ჰ. მისი მკვლელობა ვიდეოჩანაწერზე მოხვდა, რამაც ბიძგი მისცა საფრანგეთის პოლიციის დადანაშაულებას ძალადობასა და რასიზმში.

38 წლის პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, დაპატიმრებულია, მას წაყენებული აქვს განზრახ მკვლელობის ბრალდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მკვლელობას უწოდა "აუხსნელი და უპატიებელი". ის გამოვიდა ძალადობის შეწყვეტის და სიმშვიდის დამყარების მოწოდებით, საიმისოდ, რომ "სამართალმა გამარჯვება შეძლოს".

XS
SM
MD
LG