Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული დარჩება უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდამდე


ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული რჩება უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდამდე
ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული რჩება უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდამდე

ბრიტანეთის ხელისუფლებამ 19 ივნისს გამოაცხადა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების პოლიტიკა - მათ შორის კანონმდებლობის შემოღება, რომლის ფარგლებშიც, ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი დასთანხმდება უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდას.

ახალი ზომებით, ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც სანქციების ფარგლებში დასახელდება, ვალდებული იქნება განაცხადოს ბრიტანეთში არსებული თავისი ქონების შესახებ.

ამასთან, ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, გამოიკვეთება ახალი გზა, რომლითაც გაყინული ქონება მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას - რაც არ გამოიწვევს ინდივიდუალური სანქციების მოხსნას.

XS
SM
MD
LG