Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: კონკრეტულ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული, პირველ რიგში, პოლიტიკური 


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ „ყველანაირი ორიენტაცია არეული“, თუმცა აზუსტებს, რომ მისი სიტყვები ყველა ახალგაზრდას არ ეხება.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ მართლა ყველანაირი ორიენტაცია არეული. ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არა მარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული“, - ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარეს. კობახიძემ მათ „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა და დაამატა, რომ მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ახალგაზრდების „ორიენტაციაზე“ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, ძირითადად, ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ. კონკრეტულად, კობახიძემ ტერმინი გამოიყენა ლაზარე გრიგორიადისის მისამართით, რომელიც აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG