თბილისში, პარლამენტის შენობასთან "ჯიუტი" პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ყოველ დღე იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ბანერებით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრანსფარენტებზე დაწერილი "ირაყლით" მოექცნენ, დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მან სტუდენტებს "ყველანაირ ორიენტაცია არეულები" უწოდა და თქვა, რომ "საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ." კობახიძემ ეს განცხადება მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც თსუ-ს რამდენიმე სტუდენტმა, მეორე კორპუსში მას რუსული რუბლები დაუყარეს პროტესტის ნიშნად.
"ჯიუტი" პროტესტის მონაწილეები კობახიძის განცხადებას პასუხობენ ბანერებით: "შენც კაი ირაყლი ხარ" და "ცოლი მინდა?".
სახელ ირაკლის ინტერპრეტაცია საპროტესტო ბანერებზე ივნისის დასაწყისში რამდენიმე აქტივისტის დაკავების საბაბადაც იქცა. პოლიცია დემონსტრანტებს ისე აკავებდა საპროტესტო ბანერების გამო, რომ არც კი ინტერესდებოდა, ვის მიემართებოდა ეს წარწერები და არც იმას განმარტავდა, რატომ იყო არაკანონიერი გამოხატვის ეს ფორმა.
ჯიუტის აქციებზე 2 ივნისს აქტივისტებთან ერთად უფლებადამცველებიც დააკავეს - მათგან ერთი, ედუარდ მარიკაშვილი ცარიელი ფურცლით ხელში დაიჭირეს.