Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქში 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი გადავიდა რელსებიდან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

წუხელ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი გადავიდა რელსებიდან. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ალექსეევკის რაიონში მოხდა. ყველა ვაგონი ცარიელი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.

მოსკოვიდან სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქში ღამით ორი დრონი ჩამოვარდა - ჟუკოვისა და მედინის რაიონებში. მსხვერპლი არ ყოფილა. ჟუკოვის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა ორი სახლი.

დრონების დაცემა გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ დაადასტურა. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ჩამსხვრეული ფანჯრები მებაღეობის ამხანაგობის შენობაში. სურათებით შეუძლებელია დადგენა, რა ტიპის დრონებზეა საუბარი.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ხორციელდება საარტილერიო დაბომბვები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები. რუსული მხარე ამაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG