Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ტერიტორიაზე სახიფათო მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს


"ბრიტანულ-ქართული აკადემია"
"ბრიტანულ-ქართული აკადემია"

თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლის, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. უსაფრთხოების სამსახურმა ვერ აღმოაჩინა რაიმე მოწყობილობა, რომელიც დაადასტურებდა შენობაში ბომბის არსებობას, რის შესახებაც შეტყობინება სკოლამ დღეს დილით მიიღო.

"გაცნობებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეამოწმა სკოლის სრული პერიმეტრი და დაგვიდასტურა, რომ სკოლის ტერიტორია უსაფრთხოა", - აცნობა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლებს.

მოგვიანებით, სკოლამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც "აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება".

სკოლაში ევაკუაციის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა. სკოლის ადმინისტრაციის თანამად კი "2023 5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ".

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ხვალიდან, 6 ივნისიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

XS
SM
MD
LG