Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 0,61 თეთრით გამყარდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ეროვნული ბანკის მიერ 17,1 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 0,61 თეთრით გამყარდა. ამით სულ მცირედით შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია.

ლარის კურსი დოლართან მიმართებით
ლარის კურსი დოლართან მიმართებით

ხვალიდან, 3 ივნისიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება:

  • 1 დოლარი - 2,6335 ლარი;
  • 1 ევრო - 2,8376 ლარი.

17,1 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი გაუფასურდა ათზე მეტ სხვა ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან 0,98 თეთრით.

1 დოლარი დაახლოებით ამდენივე ღირდა 2 მარტს, მას შემდეგ კი ლარი მუდმივად მყარდებოდა 9 მაისამდე. ამ დღიდან ლარის კურსი მერყევი გახდა.

ბოლო დღეებში გაუფასურების მიუხედავად, ბოლო წლებში ლარი დოლართან მიმართებით თანდათანობით მყარდებოდა - 9 მაისს ერთ დოლარი 2,483 ლარი ღირდა.

XS
SM
MD
LG