Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა 17,1 მლნ დოლარი გაყიდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივნისს, 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აუქციონზე გატანილი ჰქონდათ 40 მლნ აშშ დოლარი, თუმცა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გაიყიდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა.

დღევანდელი მდგომარეობით, 1 დოლარის ღირებულება 2,6396 ლარი იყო. ზუსტად ეს კურსი იყო 23 თებერვალსაც. მას შემდეგ 9 მაისამდე ლარი მუდმივად მყარდებოდა, ამ დღიდან კი იგი მერყევი გახდა.

ლარის კურსი დოლართან მიმართებით
ლარის კურსი დოლართან მიმართებით

ბოლო დღეებში გაუფასურების მიუხედავად, ბოლო წლებში ლარი დოლართან მიმართებით თანდათანობით მყარდებოდა - 9 მაისს ერთ დოლარი 2,483 ლარი ღირდა.

XS
SM
MD
LG