25 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი შენიშნეს. კორპუსის ბინადრებმა შენობა დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შენობაში გათიშეს ელექტროენერგია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ხანძარი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაჩნდა, სადაც არავინ იმყოფებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.