Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი დაჯგუფების მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.

პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ "ვაგნერის' მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.

22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს, რომ დანგრეული ქალაქი გადაეცემა რუსეთის რეგულარულ არმიას და დასძენს, რომ ბახმუტში რუსეთის პოზიციების შესანარჩუნებლად თავდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას "გენერლების ქვედანაყოფი".

XS
SM
MD
LG