Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის დედაქალაქში ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა


პროევროპული მიტინგი კიშინიოვში. 21 მაისი, 2023.
პროევროპული მიტინგი კიშინიოვში. 21 მაისი, 2023.

მოლდოვის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანმა გამართა აქცია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მხარდასაჭერად მაშინ, როცა მოლდოვის პროევროპული მთავრობა აგრძელებს ბრძოლას რუსეთის პოლიტიკური გავლენების წინააღმდეგ.

21 მაისის ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ხელშეწყობით გაიმართა, კრიტიკა მოჰყვა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ზოგიერთი პროევროპელი დეპუტატის მხრიდანაც კი. მათი თქმით, ეს იყო სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენება.

პოლიციის შეფასებით, აქციაში დაახლოებით 75000 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი, რომელზეც გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, რომელიც 1 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

სანდუს სურს ამ სამიტზე მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.

XS
SM
MD
LG