თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა - ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ 2021 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც თბილისს მეტროპოლიტენის 40 ახალი ვაგონი უნდა შეესყიდა 50 მილიონ ევროდ, 2023 წლის 19 მაისიდან საქნცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაც "მეტროვაგონმაშის" სანქცირების შემდეგ მიიღო თბილისის მერიამ.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
40 ახალი ვაგონის შესასყიდად ტენდერი თბილისმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და ორგანიზებით გამოაცხადა. გამარჯვებული ამ ტნდერში 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა.