რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ხვალიდან, 11 მაისიდან, დოლარი 4,64 თეთრით ძვირი ეღირება. განახლებული ოფიციალური კურსის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,5294 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,7707 ლარია.
ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური კურსის გამოცხადების მომენტში, თბილისის დროით 17:00 საათზე, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებული იყო და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,5750 ლარს შეადგენდა.