Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკას პრეცედენტი: ცხოვრება მძიმე ფორმის აუტიზმით


გადმოწერა

ამ ეპიზოდში მოისმენთ, როგორ შეცვალა ლუკას პრეცედენტმა მძიმე ფორმის აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრება.

ლუკა ღარიბაშვილი სამ წლინახევრის იყო, როცა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროს, მშობლები ვერ წარმოიდგენენ, რომ ბავშვთან ფიზიკური გამკლავება მოუწევდათ. აგრესია და რთული ქცევა ლუკას გარდატეხის ასაკთან ერთად დაიწყო. პანდემიამ და ჩაკეტილობამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ლუკას სახლში ყოფნა უსაფრთხო აღარ იყო. არც სხვა სივრცე მოიძებნა, სადაც მოზარდი მასზე მორგებულ ზრუნვას და დაცვას მიიღებდა. ასე მოხვდა ის ფსიქიატრიულ კლინიკაში - იზოლაციაში. ამ ეპიზოდში მოისმენთ, როგორ შეცვალა ლუკას პრეცედენტმა მძიმე ფორმის აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრება.

პოდკასტი მომზადდა რადიო თავისუფლების მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ‐დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო თავისუფლება და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

XS
SM
MD
LG