აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მაისს კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიკრძალოს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. სწორედ ასეთი იარაღი იყო გამოყენებული ტეხასში შაბათს მომხდარ სროლაში, რომელსაც ემსხვერპლა რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ბაიდენმა მიანიშნა რესპუბლიკელების უმოქმედობაზეც.
პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა ერთ დღეში მას მერე, რაც მძიმედ შეიარაღებულმა პირმა გაფრთხილების გარეშე გახსნა ცეცხლი სავაჭრო ცენტრში, დალასიდან ჩრდილოეთით. ეს აშშ-სთვის ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული ძალადობისა მორიგი შემთხვევა იყო.
ამ კანონპროექტის დღევანდელ, დაყოფილ კონგრესში გატანა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რესპუბლიკელთა დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამგვარი შეზღუდვების შემოღებას.