Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასის სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა 8 ადამიანი მოკლა


აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ალენში მდებარე სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა უმისამართო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი. დაჭრილია შვიდი პირი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს „ენით აღუწერელი ტრაგედია“ უწოდა და თქვა, რომ შტატის ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას ყველანაირ დახმარებას გაუწევდა. ქალაქ ალენში 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის დალასიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG