უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი 6 მაისს იუწყება, რომ რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ დაიბრუნა ეროვნული გვარდიის 45 მოსამსახურე, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.
რუსეთში უკრაინის მხარის ტყვეობიდან დაბრუნდა სამი სამხედრო მფრინავი, - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "ეს განხორციელდა მოლაპარაკების რთული პროცესის შედეგად", ხოლო მფრინავებს "ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ". რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შეფასებით, ეს არის სტანდარტული ფორმულირებები, და განცხადებაში სხვა დეტალები არაა მოტანილი.
არც უკრაინა და არც რუსეთი მომხდარს ოფიციალურად არ უწოდებენ ტყვეთა გაცვლას.