Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და აქტივისტი პრილეპინი


ზახარ პრილეპინი
ზახარ პრილეპინი

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში 6 მაისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ზახარ პრილეპინი, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო TASS-ი.

დეტალები ცნობილი არ არის. TASS-ი ავრცელებს სასწრაფო დახმარების წარმომადგენელი წყაროს სიტყვებს, რომ მწერლის მანქანა აფეთქდა. "იგი გადარჩა, თუმცა დაიჭრა, ცნობიერება შენარჩუნებული აქვს", - ამბობს წყარო.

ერთ დროს მემარცხენე დისიდენტი, პრილეპინი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი მემარჯვენე ფრონტზე, ის ხმამაღლა უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

XS
SM
MD
LG