Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ ახალი ხომალდების ნებართვის საკითხზე


უკრაინის მარცვლეულით დატვირთული ხომალდი ტოვებს ოდესას
უკრაინის მარცვლეულით დატვირთული ხომალდი ტოვებს ოდესას

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებაზე შავი ზღვის პორტებიდან, - განაცხადა გაეროს პრესმდივანმა 5 მაისს.

მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნებართვის გაცემაზე ახალი ხომალდებისთვის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის გავლით, თუმცა უკვე ნებადართული ხომალდების ყოველდღიური შემოწმება კვლავ გრძელდება.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის პრესმდივნის მოადგილის, ფაჰრან ჰაყის თქმით, გაერომ მხარეებს მოუწოდა "გააგრძელონ დისკუსიები, გადალახონ საოპერაციო გამოწვევები და იმუშაონ ინიციატივის სრულ განხორციელებასა და გაგრძელებაზე". მისი თქმით, გუტერეშმა მხარეებს მიაწოდა თავისი წინადადება სამომავლო ნაბიჯებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ინიციატივის გაუმჯობესებას და გაფართოებას, ყველა მხარის პოზიციათა გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG