Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს სტამბოლში გაიმართება უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის შეხვედრა მარცვლეულის ინიციატივაზე


მარცვლეულის დატვირთვა ნიკოლაევის პორტში. 6 ოქტომბერი, 2015.
მარცვლეულის დატვირთვა ნიკოლაევის პორტში. 6 ოქტომბერი, 2015.

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეები პარასკევს სტამბოლში გამართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ შეთანხმება, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შავ ზღვაზე, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა 3 მაისს.

„შეხვედრაზე განიხილება გარკვეული საკითხები, დაწყებული მარცვლეულის ინიციატივით“, - მოჰყავს სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მისი სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მაისს განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების თაობაზე 5 მაისის მოლაპარაკებები ჯერ შეთანხმებული არ არის.

შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელითაა ცნობილია, რუსეთმა და უკრაინამ ცალ-ცალკე დადეს გაეროსთან და თურქეთთან და მას შემდეგ ის ორჯერ განახლდა.

შარშან თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, გასული წლის ივლისამდე, უკრაინის პორტები მთლიანად დაბლოკილი იყო. გაერო და ბევრი ქვეყანა აცხადებდნენ, რომ ქვეყნიდან სურსათის ექსპორტის ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური შედეგები, მათ შორის შიმშილობა უღარიბეს ქვეყნებში.

მიმდინარე წლის მარტში გარიგება გახანგრძლივდა. გაეროს ოფიციალურად არ განუცხადებია, რა ვადით გაგრძელდა შეთანხმება. უკრაინამ განაცხადა, რომ გახანგრძლივება მოხდა 120 დღით - იმავე პერიოდით, როგორც შემოდგომაზე პირველი გახანგრძლივების დროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით კი, მოსკოვმა შეთანხმების ყველა მხარეს აცნობა, რომ ხელშეკრულება მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივდა.

XS
SM
MD
LG