Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ევროინტეგრაციაზე: ველით შემდგომ ნაბიჯებს


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

"70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მანვე "ევროპის დღისთვის" გამართულ ღონისძიებაზე მიიწვია საქართველოს მოქალაქეები.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

XS
SM
MD
LG