Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ტაქსიში მგზავრს გადახდა QR კოდითაც შეეძლება


კახა კალაძე
კახა კალაძე

რამდენიმე კვირაში თბილისში მოძრავ ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი მიბმა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი - სიახლე 22 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს... მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე", - თქვა მან.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადახდის ამ სისტემის დანერგვა ორივე კატეგორიის (A და B) ტაქსის მძღოლს შეეძლება. QR კოდის მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის სერვისცენტრში - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრში - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრში - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.

XS
SM
MD
LG