Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცის თქმით, უკრაინა აგვისტოდან დაიწყებს გერმანული Gepard-ის ჭურვების მიღებას


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gepard-ის ტიპის საზენიტო დანადგარის ფონზე. სამხედრო ბაზა გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის მახლობლად, 25 აგვისტო, 2022.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gepard-ის ტიპის საზენიტო დანადგარის ფონზე. სამხედრო ბაზა გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის მახლობლად, 25 აგვისტო, 2022.

უკრაინა აგვისტოდან დაიწყებს გერმანული საზენიტო დანადგარი Gepard-ის ჭურვების მიღებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

თავდაპირველად გერმანიამ უკრაინას გადასცა Gepard-ის 34 დანადგარი ექვსი ათასი ჭურვით. ის ასევე გეგმავს კიევისთვის კიდევ სამი დანადგარისა და 300 ათასი ჭურვის მიწოდებას.

გერმანიას სურდა, უკრაინისთვის გადაეცა Gepard-ის ჭურვები, რომლებიც შვეიცარიაშია წარმოებული. მაგრამ შვეიცარიამ უარი თქვა საბრძოლო მასალის რეექსპორტზე - შვეიცარიის კანონით აკრძალულია იქ წარმოებული იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია.

ამიტომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გადაწყვიტა, Gepard-ების ჭურვებისთვის ახალი ქარხანა ააშენოს.

XS
SM
MD
LG