Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭადრაკში ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჩინელი დიდოსტატი გახდა


დინ ლიჟენი და იან ნეპომნიაშჩი
დინ ლიჟენი და იან ნეპომნიაშჩი

ჩინელი დიდოსტატი დინ ლიჟენი ჭადრაკში მსოფლიოს ახალი ჩემპიონია. მან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მატჩში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი იან ნეპომნიაშჩი, რომელიც ნეიტრალური დროშით გამოდიოდა.

ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდა ე.წ. ტაიბრეიკის დროს მას მერე, რაც 14 პარტიის დასრულების შემდეგ დროის ნორმალური კონტროლის პირობებში გამარჯვებული ვერცერთი მონაწილე გახდა. ტაიბრეიკის სამი 25-წუთიანი პარტია ფრედ დასრულდა, ხოლო მეოთხე, საბოლოო, მოიგო დინ ლიჟენმა. ის გახდა პირველი ჩინელი მსოფლიო ჩემპიონი კაცებს შორის და მსოფლიოს მე-17 ჩემპიონი საყოველთაოდ მიღებული ვერსიის მიხედვით (2000-იან წლებში, საჭადრაკო სამაყროში განხეთქილების პერიოდში, ფიდეს მიერ მოწყობილი ტურნირების გამარჯვებულების გათვალისწინების გარეშე).

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა ივლისში უარი თქვა თავისი ტიტული დაეცვა რუსეთის წარმომადგენელ იან ნეპომნიაშჩის წინააღმდეგ.

ნეპომნიაშჩიმ ეს უფლება მადრიდში მოიპოვა, პრეტენდენტების ტურნირზე, რომელშიც მეორე ადგილი დინმა დაიკავა. კარლსენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ტიტულის დაცვის მოტივაცია, ის უკვე შეხვდა ადრე ნეპომნიაშჩის 2021 წელს და დიდი უპირატესობით, ანგარიშით 7,5 - 3,5-ით მოუგო. ეს რუსი მოჭადრაკის ყველაზე მსხვილი მარცხი იყო.

ნეპომნიაშჩი გამოდიოდა ნეიტრალური დროშით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ, ფიდემ, არ აუკრძალა რუსეთის მოჭადრაკეებს ტურნირებში მონაწილეობა, მაგრამ მათ არ აქვთ რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების უფლება.

დიდოსტატმა განაცხადა, რომ ის ომის წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG