Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ


ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე ეს პეტრ პაველის პირველი ვიზიტია უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე ეს პეტრ პაველის პირველი ვიზიტია უკრაინაში

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინაში ჩავიდნენ, ამის შესახებ არაერთმა ჩეხურმა მედიამ და თავად პაველმა განაცხადეს.

პაველმა ჩაპუტოვასთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ორივე პოლიტიკოსს ესმის "თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულება."

"რთულია საკუთარი თვალით ნახო, როგორ იხდიან უკრაინელები მათთვის ყველაზე მაღალ ფასს, თავიანთი მოქალაქეების სისხლითა და სიცოცხლით. აგრესორთან ომში ისინი იცავენ იმას, რაც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. ამიტომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ", - აღნიშნავს ჩეხეთის პრეზიდენტი თავის ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს არის პაველის პირველი ვიზიტი უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

ორი მეზობელი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა იმ დღეს, როდესაც რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის კიევზე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ მასიური სარაკეტო იერიშები განხორციელდა.

XS
SM
MD
LG