Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბანკი ქართულ ლარში სავალუტო ოპერაციებს იწყებს


ქართული ფულის ერთეული ლარი, 50-ლარიანი კუპიურა
ქართული ფულის ერთეული ლარი, 50-ლარიანი კუპიურა

რუსული ბანკი Точка მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარშიც აწარმოებს. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში.

იუწყებიან, რომ დოლარის, ევროსა და რუბლის გარდა, რომლის გადარიცხვაც შესაძლებელია ზოგ ქართულ ბანკში, შესაძლებელი გახდა ლარში გადარიცხვები საქართველოს ყველა ბანკში.

გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ჩვენ ჩავუშვით ახალი ვალუტა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციას“, - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ.

სააგენტო "ტასსის" ცნობით, სხვა ქვეყნების ბანკებში ფულის გადარიცხვისთვის მეწარმეს უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნა დასჭირდება. უცხოურ ვალუტაზე საკომისიოს ოდენობა ტარიფზე იქნება დამოკიდებული.

Точка რუსული ფიცრული ბანკია ოფისების გარეშე. ის ორიენტირებულია „იურიდიული პირებისთვის მომსახურების ეკოსისტემის შექმნაზე“, მეწარმეების დისტანციურ მომსახურებაზე. ბანკმა რუსეთში ლიცენზია ცენტრალური ბანკისგან მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.

რა ფინანსური ოპერაციებია შესაძლებელი ან შეზღუდული დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის?

  • "თუ გადმომრიცხავი/მიმღები პირი/ფინანსური ინსტიტუტი არ არის სანქცირებული, ოპერაციების წარმოება შეზღუდული არ არის";
  • "ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ვალდებულია შეაფასოს, ხომ არ არის სანქციების გვერდის ავლის მცდელობა და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელოს ტრანზაქცია";
  • შესაძლებელია "თანხის გადარიცხვის ოპერაციის განხორციელება, მათ შორის ფულადი გზავნილის სისტემით";
  • "შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის რეზიდენტის მიერ განხორციელდეს თანხის გადმორიცხვის ოპერაცია (მათ შორის საქართველოში)";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ტრანზაქციების მოცულობაზე დამატებითი ლიმიტი დაწესებული არ არის. თითოეული ფინანსური ინსტიტუტი მოქმედებს საკუთარი პოლიტიკა/პროცედურების და რისკის (risk appetite) გათვალისწინებით".
XS
SM
MD
LG