Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქსტატის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1,3 პროცენტით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ია.

თბილისში მთლიანი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, საქალაქო დასახლებებში კი - 60,4 პროცენტი.

შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა (15-64 წელი) 63,8 პროცენტია, 14 წლამდე ბავშვები - 20,7 პროცენტი, 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების წილი კი 15,6 პროცენტია.

ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის - ქვეყანაში კაცების რაოდენობა 1 793,8 ათასია, ქალების კი - 1 942,5 ათასი. მათ შორის 35 წლამდე ასაკში კაცების რაოდენობა აღემატება ქალების რაოდენობას, საპირისპირო მონაცემებია უფროს ასაკში.

"წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2,3 ერთეულით გაიზარდა და 73,7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69,4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78,1 წელი", - წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

2022 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმიგრანტების რაოდენობა - გაიზარდა 142,9 პროცენტით და შეადგინა 179 778. 25,3 პროცენტითაა გაზრდილი ემიგრანტების რიცხვიც და 125 269 კაცს შეადგენს. იმიგრანტების უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო.

"იმიგრანტების 84,3 პროცენტი და ემიგრანტების 86,7 პროცენტი,
შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ", - წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

XS
SM
MD
LG