Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილი: გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი - ასეთი ძლიერი მეგობარი


საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქვეყანაში ვიზიტად მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა. დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების საკითხზე.

"დღესაც პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საკითხში და სწორედ ბატონი მინისტრის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას და პარტნიორობას.

ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალგანზომილებიანი... პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი - ასეთი ძლიერი მეგობარი", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და 28 აპრილამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

XS
SM
MD
LG