„კავკასიის ლეგიონის“, უკრაინაში მებრძოლი მრავალეროვან მოხალისეთა დანაყოფის მეთაურის, ლადო გამსახურდიას ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთთან ომში, დაიღუპა ქართველი მეომარი ზურაბ ოდიშვილი. ის იბრძოდა 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში. გამსახურდია, რომელიც პირადად იცნობდა ოდიშვილს, არ წერს მისი დაღუპვის ადგილის შესახებ.
უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დადასტურებულია რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 43 ქართველის დაღუპვა.